2021 წლის ეროვნული გამოცდების ტესტებში, რა იცვლება ?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით:

-„2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება. ცვლილება შეეხება 3 საგნის – მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს.

მათემატიკა

2021 წლის მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი – 51.

ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო იქნება 3 სთ, მინიმალური ბარიერი კი – არანაკლებ 11 ქულისა (უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ).

ფიზიკა და ქიმია

ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა – 63.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე ვკითხულობთ, სხვა საგნების ტესტებში ცვლილებები არ იგეგმება.

2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული საგამოცდო ტესტები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

კომენტარები