“21-ე საუკუნეში აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე ფორმულები” – განათლების მინისტრის მოადგილე ხმაურიან განცხადებასა და ახალ სასკოლო საგნებზე

ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სკო­ლებ­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­გა­ნი “მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა” შევა. გარ­და ამი­სა, მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ი­წყე­ბენ ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მო­საზ­რე­ბით, სა­ფუძ­ვე­ლი ად­რე­ულ ასაკ­ში უნდა ჩა­ე­ყა­როს. რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ირი­ნა აბუ­ლა­ძე აცხა­დებს, რე­ფორ­მის მი­ზა­ნია, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­მა­ვალ­ში არ აი­ღონ ისე­თი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ვერ შე­ას­რუ­ლე­ბენ.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლებ­ში ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე­ვე დატ­ვირ­თუ­ლია ბევ­რი ისე­თი თე­მით, რო­მე­ლიც არ უკავ­შირ­დე­ბა მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ დის­ციპ­ლი­ნას და პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

“წელს უკვე და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის სწავ­ლე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეს შე­ე­ხე­ბა პირ­ველ-მე­ექ­ვსე კლა­სებს, სა­დაც შე­ვი­და ახა­ლი სა­გა­ნი – „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“. სწავ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი. ეს კურ­სი გრძელ­დე­ბა სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზეც და მე-7, მე-8, მე-9 კლა­სებ­შიც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ახა­ლი სტან­დარ­ტით იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, შე­მუ­შავ­დე­ბა ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი. ამ ეტაპ­ზე, მე-7 კლას­თან მი­მარ­თე­ბა­ში გრი­ფი­რე­ბის ეტაპ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით, რო­მე­ლიც ივ­ნი­სის ბო­ლოს­თვის დას­რულ­დე­ბა და მე-7 კლას­ში გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ყვე­ლა სა­გან­ში ახა­ლი სტან­დარ­ტით შევა”, – აღ­ნიშ­ნა მან.

ირი­ნა აბუ­ლა­ძის თქმით, „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და მათ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა.

წყარო: ambebi.ge

კომენტარები