21 ივლისს თენგიზ სუხიშვილის დაბადების დღეა

21 ივლისს თენგიზ სუხიშვილის დაბადების დღეა.
1961 წელს ,,სუხიშვილები“ შვედეთის სამეფოს დედაქალაქ – სტოკჰოლმს ეწვივნენ. ერთ-ერთ კონცერტს შვედეთის კონცპრინცი – ტახტის მემკვიდრე, მეფე გუსტავ VI-ს ვაჟი დაესწრო. იგი აღფრთოვანდა ქართველების გასაოცარი ცეკვებით, მოიხიბლა ვერცხლის ქარქაშიანი ქართული ხანჯლით. კონცერტის დასრულების შემდეგ თავისთან თენგიზ სუხიშვილი მოიხმო.
– რა ღირს ქართული ხანჯალი? ვერ მომყიდით? – ჰკითხა მან თენგიზს ფრანგულად.
თენგიზმა ღიმილით მოიხსნა ქამარ–ხანჯალი და ამ სიტყვებით მიართვა მას:
– ქართველები არაფერს ყიდიან, მათ შეუძლიათ მხოლოდ აჩუქონ ნივთი, რომელიც მოეწონება ვინმეს.
– კი, მაგრამ ეს ხომ ვერცხლია?
– რა თქმა უნდა, თბილისური ვერცხლი, ქართული!
ტახტის მემკვიდრე დაიბნა, მხრები აიჩეჩა, შემდეგ მოიხსნა მაჯიდან ძვირფასი საათი და უხმოდ გაუწოდა თეგიზს ხანჯლის ნაცვლად…

კომენტარები