21 სექტემბრიდან რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი აფთიაქებში გამოჩნდება

21 სექტემბრიდან რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი აფთიაქებში გამოჩნდება.
COVID-19 “Areplivir” – პრეპარატმა ყველა შესაბამისი კვლევა წარმატებით გაიარა და ის ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაიცემა.

8 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფილტვების მძიმე პნევმონიის სამკურნალოდ შექმნილი შიდა პრეპარატი ეფექტური აღმოჩნდა COVID-19- ის წინააღმდეგ. პაციენტებმა გაუმჯობესება იგრძნეს სურფაქტანტის- BL ინჰალაციის შემდეგ. პრეპარატის გამოყენებამ უკვე ხელი შეუწყო კორონავირუსით სიკვდილიანობის ხუთჯერ შემცირებას.

კომპანია “პრომომედი” იმედოვნებს, რომ მალე შესაძლებელი იქნება მედიკამენტის ექსპორტიც. მიმდინარეობს მოლაპარაკებები დსთ-ს ქვეყნებთან, ლათინურ ამერიკასთან და აფრიკასთან.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები