არქეოლოგიური სამუშაოები ფიჭვნარის დასახლებაში

აჭარის მთავრობის დაფინანსებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგენტო რეგიონში არქეოლოგიურ გათხრებს ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილია 115 000 ლარი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფიჭვნარის დასახლებაში.


 არქეოლოგიური სამუშაოები ქობულეთის მუნიციპალიტეტის ფიჭვნარის დასახლებაში, ორ უბანზე მიმდინარეობს: ანტიკური ხანის ნამოსახლარისა და ძვ. წ. V საუკუნის კოლხურ სამაროვანის ტერიტორიაზე.
პირველი უბანი – ფიჭვნარის ნაქალაქარის ერთერთი გორა-ნამოსახლარი, სადაც ჩვეულებრივ წარმოდგენილია რამდენიმე კულტურული ფენა. ამჟამად ელინისტური ხანის ფენის ნაშთებია, დაფიქსირდა ადგილობრივი და იმპორტული კერამიკა ფრაგმენტები, საცხოვრებელი ნაგებობის ხის ნაშთები. მეორე უბანი – მე-5 საუკუნის კოლხური სამაროვანია, სადაც გამოჩნდა 7 სამარხი. ადგილობრივი ჭურჭლით, მძივებით. გათხრები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.
აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოში დაწყებულია პროცედურები- ფიჭვნარის არქეოლოგიური დაცვის ზონის სტატუსის მინიჭების საკითხზე.

არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობს პროფესორი ამირან კახიძე. 

კომენტარები