22 თებერვალს მოიხსენიება წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსნი: მარკელ სიცილიელი, ფილაგრე კვიპრელი და პანკრატი ტავრომენელი

მღვდელმოწამეები: მარკელი, ფილაგრე და პანკრატი წმიდა პეტრე მოციქულის მოწაფეები იყვნენ. მანვე დაადგინა ისინი ეპისკოპოსებად: მარკელი -სიცილიაში, ფილაგრე -კვიპროსში, პანკრატი კი -ტავრომენში. წარმართებს შორის ქრისტიანობის ქადაგებისთვის წმიდა მღვდელმთავრები მოწამეობრივად აღესრულნენ.

კომენტარები