22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდება

22 მაისის შემდგომ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს და პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მოთხოვნით აღარ მიმართავს.

-„მოგეხსენებათ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 21 მარტს, შემდგომ მეორედ მივმართეთ პრეზიდენტს, შესაბამისად, პარლამენტს ვადის გხანგრძლივებაზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღარ მივმართავთ.  ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები სრულად მოიხსნება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ

კომენტარები