22 მარტი – ხსენება წმიდა კესარიოს მკურნალისა

წმიდა კესარიოს მკურნალი დიდხანს ცხოვრობდა იმპერატორ კონსტანცის (337-361) სასახლის კარზე. ის იმპერატორის მეგობარი და სასახლის კარის მკურნალი იყო. 368 წელს კესარიოსი სასწაულებრივად გადაურჩა ნიკეაში მომხდარ მიწისძვრას, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა უფლის განგებულებაში, სათნოებასა და ყოვლისშემძლეობაში. წმიდა კესარიოსმა დატოვა საერო ცხოვრება და უფლის მსახურებას შესწირა თავი.

კომენტარები