22 ნოემბერს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულია

,,სწრაფშემსმენელი”
დედაღვთისმშობლის ეს სასწაულთმოქმედი ხატი განსაკუთრებით მადლმოსია, იგი განსაკუთრებით სწაფად ეწევა მათ, ვინც რწმენითა და სიყვარულით ლოცულობს ხატის წინაშე, სწორედ ამაზე მიუთითებს მისი სახელი – სწრაფშემსმენელი
,,მწრფალ შეგვეწიე დედა ტკილო, გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენი”
ხატი ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერშია. ღვთისმშობელი ბნელ დერეფანში კედელზე იყო დაბრძანებული და მონასტრის ტრაპეზარი – ნილოსი ხშირად მის წინაშე ანთებული კვარით მიმოდიოდა. ერთხელ მას ჩაესმა ხმა, რომელიც კვარით სიარულს უკრძალავდა, რადგან კვამლი წმინდა ხატს ჭვარტლავდა. ბერმა იფიქრა, რომ ძმები ეხუმრებოდნენ და ყურადღება არ მიაქცია ამ ხმას, რომელიც სინამდვილეში ხატიდან გამოდიოდა. ამიტომ იგი დაისაჯა სიბრმავით. ნილოსმა მალევე შეიგნო თავისი დანაშაული, მწარედ ინანა კადნიერება ზეციური დედოფლის წინაშე, ცრემლით ევედრა მას და უმალვე განიკურნა.
მას შემდეგ ხატი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა – “მსწრაფლშემსმენელი” მრავალ კურნებას აღასრულებს და მონასტრის და საერთოდ მართლმადიდებლური სამყაროს, უდიდეს სიწმინდედ ითვლება.
მსწრაფლშემსმენელი“ ხატის მადლით მრავალი სნეული და გასაჭირში მყოფი განკურნებულა და გადარჩენილა. ხატი ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მას მიმართავს რწმენით, მოწიწებითა და წრფელი გულით ლოცულობს.

კომენტარები