22 მაისს ნიკოლოზობაა – ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – წმინდა ნიკოლოზობას
მართლმადიდებელი ეკლესია 22 მაისს წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილების ამოყვანების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – წმინდა ნიკოლოზობას.
შეგეწიოთ ყველას სიყვარულისა და სიკეთის მღვდელმთავარი.
განსაკუთრებული სიყვარულით მოგილოცავთ ყველას მის მოსახელეს.
სახელი ნიკოლოზი ნიშნავს – გამარჯვებულს.
წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი ეკლესიისა და ერის მფარველი.
იგი არის მსწრაფლ შემწე ყოველი გაჭირვებული ადამიანისა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს ლოცვით მიემართოს წმინდა ნიკოლოზისათვის და მას არ შეესრულებინოს მისი ვედრება.
წმინდა ნიკოლოზი დღესაც უამრავ ადამიანს ეხმარება, როგორც სულიერად ისე მატერიალურად.
განსაკუთრებით სწყალობს ქვრივ – ობლებს.
,,წმინდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.”
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. სასწაულმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოავლინა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს იღებდა.
წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა და დღესაც აღევლინება ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დასვენებული მისი წმინდა ნაწილებიდან, რომელსაც მირონი სდის. მირონლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილების გადასვენება 1087 წელს მოხდა.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას ქართული ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა მღვდელმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.
ეკლესია წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 19 დეკემბერს მისი გარდაცვალების დღეა.