„23 წლის ბიჭია, 7 თვის ორსული ჰყავს ცოლი“ – მძღოლი, რომელმაც 16 წლის გოგო და მისი ძაღლი ადგილზევე მოკლა

რუსთავში მომხდარი საზარელი ავარიის დროს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი, რუსკა მჭედლიძე:

-„16 წლის ელენეს 2 წლიდან მისი ბიძაშვილი მარიამ ბაშარული საკუთარი შვილივით ზრდიდა.

 ამ ტრაგედიამ არა მხოლოდ გარდაცვლილის, არამედ, მძღოლის ოჯახიც გაანადგურა. 

გარდაცვლილი ბავშვი ჩემი მეგობრის ბიძაშვილია.  ელენე ძაღლს ასეირნებდა, გზაზე გადმოდიოდა. მძღოლი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და შეეჯახა. მძღოლი ჩემი მეზობელია. დილით გავიგე. ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა. 23 წლის ბიჭია, ცოლი ჰყავს 7 თვის ორსული. თვითონაც ვერ გამოდის შოკიდან. გაუბედურდა ყველა. თვითონ ჩაბარდა პოლიციას, რა იქნება ოჯახის პოზიცია, არ ვიცი, ჯერ ვერაფერზე ვფიქრობთ, უბრალოდ, ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს.

ელენეს მამა ახალგორში ცხოვრობს.  ჯერ არც კი იცის, მისი შვილი რომ გარდაიცვალა, როგორ ჩამოვა, არ ვიცი”.

წყარო: report.ge

კომენტარები