23 წლის წინ მოპარული და გასულ თვეში ნაპოვნი გუსტავ კლიმტის ნახატი ორიგინალი აღმოჩნდა

23 წლის წინ მოპარული და გასულ თვეში ნაპოვნი გუსტავ კლიმტის ნახატი ორიგინალი აღმოჩნდა.

BBC-ის ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის ხელისუფლება ავრცელებს.

„ქალის პორტრეტი“ 1997 წელს ქალაქ პიაჩენცის ერთ-ერთი გალერეიდან მოიპარეს. მებაღეებმა ის შემთხვევით, პიაჩენცაში, რიჩი ოდის გალერეის კედელში გასული წლის დეკემბერში იპოვეს.  ნახატის ღირებულება 60 მილიონ ევროს აღწევს.

„ნახატს სპეციალისტები შეისწავლიან და გაარკვევენ, ის კედელში მოპარვის შემდეგვე მოათავსეს, თუ ის მანამდე სხვაგანაც ინახებოდა. ამის შემდეგ ნახატი კვლავ მუზეუმში დაბრუნდება“, – აცხადებს გამომძიებელი ორნელა ჩიკა.

„ქალის პორტრეტი“ გუსტავ კლიმტმა 1916-17 წლებში შექმნა. ის 1925 წელს ჯუზეპე რიჩი ოდიმ შეიძინა. გალერეაში განათავსა, საიდანაც ის 1997 წლის 22 თებერვალს, სპეციალური გამოფენისთვის მზადების დროს მოიპარეს.

კომენტარები