24 ივლისი კიევის განმანათლებლის მოციქულთასწორ ელენეს ხსენების დღეა

X საუკუნეში, კიევში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოციქულთასწორი ოლღა. ის იზბორსკების (დიდებულთა გვარი) შთამომავალი იყო და მითხოვილი კიევის დიდ მთავარზე – იგორზე. 945 წელს, როდესაც წმინდანის მეუღლე მოკლეს, შემდეგ კი სამეფო ტახტი სვიატოსლავის მცირე ასაკის გამო მმართველის გარეშე რჩებოდა, ხელისუფლება ოლღას ხელში გადავიდა. კერთპთაყვანისმცემელთა შორის გაზრდილი ოლღა, წარმართობას ნაზიარები და მათი წეს-ჩვეულებებით გაჯერებული, სასტიკად გაუსწორდა ქმრის მკვლელ დრევლიანებს – მათი სამკვიდრებელი დაიპყრო, გადაწვა, მოაოხრა, მოსახლეობა ამოჟლიტა და კიდევ მრავალ ტყვედ ჩაიგდო. ამის შემდეგ ოლღამ განამტკიცა ცენტრალიზებული ხელისუფლება, მოიარა, აღწერა და მაზრებად დაყო კიევის მიწები, პირველი საზღვრებიც დაუწესა ქვეყანას… იგი მართალი და გულმოწყალე მსაჯული იყო, უყვარდა გლახაკები, მოხუცები და დავრდომილები; ყველა მოსულს გულისხმიერებით უსმენდა, დაუზარლად ასრულებდა ყოველ სამართლიან სათხოვარს…

969 წელს წმინდა მოციქულთსწორი ელენე მიიცვალა. მისი უხრწნელი ნაწილები 989 წელს (ზოგიერთი წყარო მიუთითებს 1007 წელს) იქნა აღმოყვანებული წმიდა ვლადიმირის მიერ. ნეტარის ნეშტი კიევის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში გადააბრძანეს და ჩაასვენეს სარკოფაგში, რომელსაც მცირე სარკმელი ჰქონდა დატანებული. სარკმელი მხოლოდ ღვთისმოშიშებით მიახლებულთათვის იღებოდა. XVIII საუკუნის დასაწყისში წმიდა ნაწილები დაიკარგა.

 

კომენტარები