25 მარტი – დღე ავტოკეფალიის დაბრუნებისა. გილოცავთ თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო და ეკლესია

25 მარტი ქართული ეკლესიისთვის და მთლიანად სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი დღეა.
ეს არის დღე ავტოკეფალიის დაბრუნებისა.
გილოცავთ თითოეულ ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო და ეკლესია.

ჩვენ ქედსა და მუხლს ვიყრით იმ დიდი წინაპრების წინაშე, რომელთაც იღვაწეს ამისთვის. ეს იყო პატრიარქი კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე და მრავალი სხვა.

ათას ხუთასი წელი დასჭირდა, რათა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს ეცნო ჩვენი ავტოკეფალია, რაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის პატრიარქ ილია მეორეს.

ჩვენი წინაპრების ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ამინ!

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისგან 457 წელს მიიღო, რომელიც რუსეთის იმპერიამ 1811 წელს გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით მართავდა.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა და მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ილია მეორის უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.

კომენტარები