25 ნოემბერს, ქართველი სპორტსმენი, ნოდარ ქუმარიტაშვილი 33 წლის გახდებოდა
25 ნოემბერს, ქართველი სპორტსმენი, ნოდარ ქუმარიტაშვილი 33 წლის გახდებოდა.
ნოდარ ქუმარიტაშვილი დაიბადა ბაკურიანში.
ქართველი მოციგავე, 21 წლის ასაკში, დაიღუპა 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების (ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა) გახსნის ცერემონიის დღეს, ვარჯიშის დროს. სამწუხაროდ, სიცოცხლეში ვერ მოასწრო დიდი სპორტული ჯილდოების მოპოვება, ერთი დიდი ჯილდო – საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი – მან სიკვდილის შემდეგ მიიღო.
მისი სახელის უკვდავსაყოფად გამოიცა საფოსტო მარკა, რომლის ესკიზის ავტორია შალვა ლურსმანაშვილი.
მოციგავე მშობლიურ ბაკურიანშია დაკრძალული.