26 აგვისტოს, „საბურთალო“ კვიპროსშიგაემგზავრება

საბურთალო” ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვირპოსული „აპოლონის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადება.

ევროპალიგის  ლიმასოლის „აპოლონსა” და თბილისის „საბურთალოს” შორის, მატჩი  27 აგვისტოს  გაიმართება. შეხვედრა კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში „ჯი ეს პი” სტადიონზე ჩატარდება.

მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

„საბურთალოს“ პრეს-სამსახურის ცნობით, გუნდი კვიპროსში 26 აგვისტოს ჩარტერული რეისით გაემგზავრება. ეს უეფას მოთხოვნაა.  „აპოლონთან“ მატჩისთვის, გუნდი 23 მოთამაშით გაფრინდება. ტრავმის გამო შეხვედრას თბილისური კლუბის ლიდერი, გიორგი კოხრეიძე გამოტოვებს.

კომენტარები