26 სექტემბერი, უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა.  გლოვის დღეს, მთელს უკრაინაში დროშები უნდა დაუშვან. ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

-„გუშინ ჩვენ დავკარგეთ, ახალგაზრდა კურსანტები და გამოცდილი მეომრები, მათ წინ მთელი ცხოვრება ჰქონდათ. რთულია სიტყვების პოვნა ამ დანაკარგისგან გამოწვეული ტკივილის გამოსახატად. მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, – 26 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილი კურსანტი, რომლის მდგომარეობაც საშუალო სიმძიმისაა, საავადმყოფოში მოინახულა.

უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი 25 სექტემბერს ჩამოვარდა.  22 ადამიანი დაიღუპა. ამ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

„სამხედრო თვითმფრინავმა Ан-26-მა კატასტროფა დაშვებისას განიცადა. ეკიპაჟის გარდა თვითმფრინავში უკრაინის საჰაერო ძალების ხარკოვის უნივერსიტეტის კურსანტები იმყოფებოდნენ. სულ თვითმფრინავში 28 ადამიანი იმყოფებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, – ორი გადარჩენილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე მაშველები მუშაობას განაგრძობენ.

კომენტარები