სენ-სეი კახაბერ კაკაბაძე: კოვიდფაშისტები ვირუსს კი არა, მოსახლეობას ებრძვიან!

ეს არის კაცობრიობის გენოციდი! ეს არის ფაშიზმი! აგვიკრძალეს ფიზიკური აქტივობა, სხეულის გაკაჟება, ვარჯიში… დაგვატყვევეს სახლებში, დაგვიქვეითეს იმუნიტეტი, გადაგვიკეტეს სუფთა ჰაერი და უმწეო მდგომარეობაში დაგვტოვეს ხელოვნურად შექმნილი მომაკვდინებელი ვირუსის წინაშე! – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი საქართველოს კიოკუშინკაი კარატეს ფედერაციის ცნობილმა ინსტრუქტორმა, შავი ქამრის და მეოთხე დანის მფლობელმა, მრავალი ჩემპიონი ახალგაზრდის აღმზრდელმა,

სენ-სეი კახაბერ კაკაბაძემ:

 

– ბავშვობა აფხაზეთში, გუდაუთაში გავატარე. 80-იან წლებში ნარკოტიკის მოხმარების გამო 3 კლასელი დამეღუპა. 15 წლის ჭაბუკი უფალს შევევედრე, ისეთ გზაზე დავეყენებინე, რომ მომავალი თაობა ნარკომანიისგან მეხსნა. მართლაც, სპორტს მივყავი ხელი. მოღვაწეობა მძიმე პერიოდს დაემთხვა – პოლიტიკური კრიზისი, გაჭირვება, ომები… ამის მიუხედავად ჩემმა აღზრდილმა კარატისტებმა არაერთხელ ასახელეს სამშობლო. გვყავს ევროპის 15 ჩემპიონი, მსოფლიო პრიზიორი და ევროპის ორგზის ჩემპიონი ლაშა ყამარაული – მე-2 დანის მფლობელი, 2 მეტრი სიმაღლის, იერით – დავით აღმაშენებლის შესადარი! მსოფლიო ჩემპიონები: ნიკა ნავროზაშვილი, გიორგი ზურაბაშვილი, ტატო თავართქილაძე და დავით ასლანოვი; კავკასიის ჩემპიონები: გიორგი და დავით კაკაბაძეები. ფედერაციას ხელმძღვანელობს ჩემი ძმა, გოჩა კაკაბაძე, რომელსაც შავი ქამარი და მე-5 დანი აქვს. გუნდის ყველაზე ხანდაზმული წევრი, მე-4 დანის მფლობელი ივერი ფირაშვილი 68 წლისაა. ჩვენთან წარმატებით ვარჯიშობენ გოგონებიც – მაგალითად, ანა გიგაურს მე-3 დანი აქვს. ვცდილობთ, ყმაწვილები ქუჩას, ნარკომანიას გამოვგლიჯოთ და ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადმოვიყვანოთ. ბავშვებს 3-4 წლის ასაკიდან ვავარჯიშებთ.

ჩვენი გუნდი საქართველოს პატრიარქის კურთხევით ატარებს სარწმუნოებისთვის თავგანწირული მებრძოლის, წმიდა დიდმოწამე გიორგის სახელს. ახალგაზრდებში ვაყალიბებთ მეომრის სულისკვეთებას, მათ ვზრდით სამშობლოს და სარწმუნოების დამცველებად და ისეთ მშობლებად, რომლებმაც უნდა შექმნან სულით და ხორცით ჯანმრთელი შთამომავლობა. ჩვენთან აღზრდილი სპორტსმენები მუშაობენ პატრიარქის დაცვაში, სამთავრობო დაცვაში, საპატრულო პოლიციასა თუ  სპეცრაზმებში.

 

 – მაგრამ, კარატე ხომ არა მხოლოდ საბრძოლო ხელოვნება, არამედ მედიტაციის აღმოსავლური საშუალებაცაა. როგორ უთავსებთ მართლმადიდებლობას?

 

– შევძელით, მედიტაციის ელემენტები მთლიანად ჩაგვენაცვლებინა მართლმადიდებლური ლოცვით, სამშობლოსა და უფლის სიყვარულის ქადაგებით. სავარჯიშო დარბაზში ხატებისთვის მოზრდილი კუთხე გვაქვს მოწყობილი. გუნდი ხატებსა და ჯვარს ემთხვევა, ვარჯიშს ლოცვით იწყებს და უფლის მიმართ სამადლობელო ლოცვითვე ამთავრებს. ჩვენთან ერთად ლოცულობენ დარბაზში მყოფი მშობლები და სტუმრები. „ვემსახურებით უფალს და სამშობლოს!“ – პერიოდულად, ერთხმად ვამბობთ ხოლმე ვარჯიშის პროცესში.

 

 – კოვიდპანდემიის პირობებში როგორ ახერხებთ ვარჯიშების გაგრძელებას?

 

– გასული წლის მარტში კარანტინში გამოგვკეტეს, ისე, რომ ეკლესიაში გარდამოხსნაზე დასწრების და უფლის დატირების საშუალებაც არ მოგვცეს. ვარჯიშს ვინღა ჩიოდა, ტაძრებიდან კუბოს კუბოზე გაიტანთო – საზოგადოება დაზაფრეს, რათა ტაძრებში არ გაეშვათ!  მას მერე ვარჯიში აგვიკრძალეს – რეგულაციები შემოიღეს, რომელთა მიხედვით მწვრთნელს 2 ათასი, ხოლო დარბაზის გამქირავებელს 10 ათასი ლარით დაჯარიმება ემუქრება! ეს არის გენოციდი! ეს არის გამიზნული ბრძოლა ადამიანების ჯანმრთელობის წინააღმდეგ! საგანგებოდ ვაანალიზებთ კოვიდფაშისტური სისტემის მიერ მოსახლეობისთვის თავსმოხვეული რეგულაციების მართლზომიერებას და გამაოგნებელ დასკვნებამდე მივდივართ – ეს სისტემა ებრძვის არა ვირუსს, რომელიც ადამიანების მოსასპობად ხელოვნურად არის შექმნილი; არამედ, მოსახლეობას; ხოლო ვირუსს თავადვე ავრცელებენ!

 

 – როგორ, რანაირად?

 

– კოვიდის გამომწვევი ვირუსი ხომ, ჰაერში არ არსებობს, ის გადადის მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით. ჰაერში ნამდვილი ვირუსი რომ გაეშვათ, პანდემიის დამკვეთები თავადაც დაავადდებოდნენ. ამიტომ, მზაკვრული გეგმა შეიმუშავეს: ყველამ იცის, რომ კოვიდის დასადგენად „პისიარ“ ტესტი ტარდება წკირით, რომელზეც დახვეულია ბამბა. ამ უმარტივესი მექანიზმით იღებენ ნაცხს პირხახიდან და ცხვირხახიდან. ამჟამად ამ მანიპულაციას უკვე იძულებითი ხასიათი აქვს!  კოვიდფაშისტებმა წინასწარ დაამზადეს 7 მილიარდამდე ასეთი ტესტი,  რომლითაც ორ მთავარ შედეგს აღწევენ – პირველი, რომ კორონავირუსის სიღრმისეული ტესტირებისას ეს წკირი შეჰყავთ ძალიან ღრმად, რის შედეგადაც გამიზნულად აზიანებენ ჰემატოენცეფალურ ბარიერს და დამცავ აპკს, რაც ტვინის უჯრედებს იცავს პათოგენური მიკროფლორის შეღწევისგან;  მეორე და მთავარი კი, ის არის, რომ პაციენტი ავადაც რომ არ იყოს, ასეთი ტესტირების შემდეგ მაინც დასნეულდება, ვინაიდან წკირზე დახვეული ბამბა გამიზნულად გახლავთ დაბინძურებული!

 

 – აცნობიერებთ, რომ ამ განცხადებით კოვიდფაშისტების სამიზნე გახდებით?

 

– თუნდაც დღესვე დამხვრიტონ, უფლის წინაშე ჩემი ვალია, ერს და მოყვასს სიმართლე შევატყობინო! თუ ჩინეთი ეპიდემიის ეპიცენტრია, ამ ქვეყნიდან რატომ უნდა შემოდიოდეს სატესტო წკირები?! გამაჩნია ვიდეოკადრები, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრი, ქალბატონი ეკა ტიკარაძე ბრძანებს, რომ 215 ათასი ტესტი უხარისხო აღმოჩნდა და უკან გაუგზავნეს მწარმოებელს!

მინდა მას „ასავალ-დასავალის“ ფურცლებიდან საჯაროდ ვკითხო: ქალბატონო ეკა, ჩემო სულიერო დაო, რას ნიშნავს „უხარისხო ტესტი?“ ის ხომ უმარტივესი კონსტრუქციაა… პლასტმასის წკირი იყო გაღუნული თუ ბამბა – არასწორად დახვეული? გაბედეთ და პირდაპირ უთხარით ხალხს, რომ ტესტები იყო დაინფიცირებული!!!

 

 – ნუთუ?

 

– უფრო მეტს გეტყვით: მაქვს დოკუმენტი, რომელიც მოწმობს რომ ასეთი „პისიარ ტესტები“ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯერ კიდევ 2017 წელს შეიტანეს! ეს კი, იმას ნიშნავს, რომ გამიზნულად ემზადებოდნენ პანდემიის გამოსაწვევად! ასევე მაქვს დოკუმენტი, რომელშიც ჩანს ცალ-ცალკე დაწყობილი დადებითი და უარყოფითი ტესტები! განა, ძნელად მისახვედრია, რატომ არ უფიქსირდება დადებითი პასუხი პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას, ვისაც ტესტს პირველად უკეთებენ? სამაგიეროდ, უმრავლესობას კოვიდდადებითი პასუხები მეორედ ტესტირებისას მოსდის, რადგან პირველი მანიპულაციის დროს ხდება ჯანმრთელი ადამიანის  ხელოვნურად დაინფიცირება! აი, რისთვის სჭირდებათ იძულებითი განმეორებითი ტესტირება! იმასაც გეტყვით, რომ მცდარია დამზაფვრელი სტატისტიკა, რასაც ყოველდღიურად გვიცხადებენ. პანდემიის დაწყების დროიდან მოყოლებული რომ შეიკრიბოს ყოველდღიურად გამოცხადებულ დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა, გამჟღავნდება აშკარა სიყალბეს, რომ საქართველოში ამდენი ადამიანი საერთოდ არ ცხოვრობს! სტატისტიკა ოდნავადაც რომ შეესაბამებოდეს სინამდვილეს, მაშინ თითოეული ჩვენთაგანი   რამდენიმე ათას დაინფიცირებულს უნდა ვიცნობდეთ.

 

 – ასეა თუ ისე, ვირუსი მაინც არსებობს და ადამიანები კიდეც იღუპებიან. რა იწვევს სიკვდილიანობას?

 

– შესუნთქვა 80 პროცენტით, უნდა მოხდეს ცხვირით, რადგან სწორედ ასეთ შემთხვევაში მარაგდება ტვინი საკმარისი ოდენობის ჟანგბადით. როცა ადამიანებს აიძულებენ, პირბადით ცხვირიც დაფარონ, ჟანგბადი სრულყოფილად ვეღარ მიეწოდება ტვინის უჯრედებს და იწყება ჰიპოქსია, რის შედეგადაც ვითარდება ინსულტები და თრომბოზები. ვაცხადებ პასუხისმგებლობით – კოვიდპანდემიის პირველი ტალღა ბუნებაში არ ყოფილა! გაყალბებულ ინფორმაციებს გადმოსცემდნენ, აჩვენებდნენ კუბოებს, რომელიც მერე დაზუსტებით დადგინდა, რომ სულ სხვა დროში, კონკრეტული სტიქიური უბედურებების შედეგად დაღუპულებს ეკუთვნოდათ. ამგვარად ქმნიდნენ პანიკას, რათა დაზაფრული ადამიანები იოლად მოექციათ მართულ მდგომარეობაში! ყოფილა შემთხვევა, როცა ტესტირების ჩასატარებლად მისული ადამიანი დიდი რიგის გამო უკან გაბრუნებულა, თუმცა დილით დადებითი პასუხი მოსვლია! აი, მეორე ტალღა კი, მართლაც არსებობს, ოღონდ, ძირითადად, ვირუსით კი არა, ტესტირების დროს მოსახლეობის გამიზნულად დასნებოვნებით, ასევე პირბადის ხანგრძლივად ტარების გამო ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული იმ გართულებებით არის განპირობებული, რომლებსაც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ახასიათებთ! სევდა მიპყრობს, როდესაც ვხედავ სუპერმარკეტებში  დილიდან საღამომდე მოფუსფუსე პირბადიან, ჟანგბადის დეფიციტის შედეგად ფერდაკარგულ ბავშვებს, რომლებიც დაუნდობლად გაწირეს. პირდაპირ ვაცხადებ – პირბადის ხანგრძლივად ტარება იწვევს ტუბერკულოზს, ტვინის უჯრედების ჰიპოქსიას, პნევმონიებს და ინსულტს! უბედურება ის არის, ადამიანს მთავარია, პირბადე ეკეთოს, თუმცა არავინ ამოწმებს ამ პირბადის ხარისხს და ვარგისიანობას. ღარიბი მოსახლეობა ვერ მოახერხებს, ყოველ 2 საათში ახლით შეცვალოს ძველი პირბადე, რაც, არამცთუ იცავს, პირიქით – ინფექციის წყაროა, რადგან ზედაპირზე ილექება უამრავი პათოგენური მიკროფლორა! რაც შეეხება თერმოსკრინინგს – უკვე უამრავი ადამიანი ჩივის, რომ სიცხის გაზომვის მიზნით ხშირი დასხივების შედეგად, მათ აწუხებთ თავის ტკივილები და თავბრუხვევები…

მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს:

 – ჩემო ქრისტესმიერო დაო, ეკატერინე! რატომ გვახვევთ ტესტირებას, პირბადის ტარებას რად გვავალდებულებთ, იმ ფონზე, როცა იძულებითი მედიცინა არ არსებობს? ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივებით რატომ გვასხივებთ იძულებითი თერმოსკრინინგის დროს? რატომ იყენებთ დეზინფექციებისთვის ხსნარებს, რომლებშიც ურევია ფილტვების შეშუპების გამომწვევი ნივთიერება პოლი-ჰექსა-მეთილენ-გუანიდინი? პირბადეებიც კი ამ ნივთიერებით არის გაჟღენთილი, მძიმე შედეგი კი კორონას ბრალდება! ვერ ხვდებით, რომ ეს არის დივერსია – კაცობრიობის წინააღმდეგ?

 

 – რა გამოსავალს გვთავაზობთ? პრობლემა როგორ დავძლიოთ?

 

– ვირუსული დავადებების პრევენციისთვის კაცობრიობას გააჩნია ოდინდელი უებარი საშუალებები – ფიზიკური აქტივობა, ორგანიზმის გაკაჟება, სუფთა ჰაერზე დიდი ხნით ყოფნა, ჯანმრთელი საკვებით კვება. კოვიდფაშისტებმა პირიქით – სახლებში გამოგვკეტეს, ცრუინფორმაციებით გვაპანიკებენ, რადგან შიში იმუნიტეტს ანადგურებს, ვარჯიშის საშუალებას გვისპობენ, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვაშიც კი გვზღუდავენ!


  • იმუნიტეტს აძლიერებს ლოცვა და ვარჯიში! ძალოვნებს და ექიმებს მოვუწოდებ – მისცენ ადამიანებს ფიზიკურად გადარჩენის და გაჯანსაღების საშუალება!

    თანამოქალაქეებს ვურჩევ, რაც შეიძლება ხშირად  გადით ბუნებაში, სადაც პირბადის გარეშე იმოძრავებთ, ისუნთქეთ ძირითადად ცხვირით და ფიზიკურად რაც შეიძლება, მეტად იაქტიურეთ! შემოტრიალდით უფლისკენ, დაძლიეთ შიშები, განიმსჭვალეთ რწმენით და უფალი მოგვივლენს ხსნის გზას!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

 

კომენტარები