27 აგვისტოსთვის დაგეგმილი სატესტო მატჩი საქართველოს და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის შეიძლება არ შედგეს

„პატივს ვცემს ქართველ ხალხს, მაგრამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ორი ქვეყნის ნაკრებებს შორის მატჩისთვის ხელსაყრელი არ არის“ – განაცხადა რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა.
27 აგვისტოსთვის დაგეგმილი სატესტო მატჩი საქართველოს და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის ნეიტრალურ მინდორზეც შეიძლება არ შედგეს თბილისში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, იუწყება РИА Новости რუსეთის რაგბის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იგორ არტემიევზე დაყრდნობით.

კომენტარები