27 მარტს მიცვალებულთა მოხსენიების დღეა. ტაძრებში, საღმრთო ლიტურგიაზე მიცვალებულთა მოხსენიება მოხდება, ასევე შესრულდება პანაშვიდი

27 მარტს მიცვალებულთა მოხსენიების დღეა.
დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბთს არის მიცვალებულთა ხსენების დღეები. ამ დღეებში ტაძრებში  მათი სულების მოსახსენებელი საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდი ტარდება.
 დიდი მარხვის დროს მოხსენიება ყოველდღიურად ვერ ხერხდება საეკლესიო ღვთისმსახურების დროს, რადგან მოხსენიება დაკავშირებულია საღმრთო ლიტურგიასთან, რომელიც დიდ მარხვაში მხოლოდ შაბათს და კვირას ტარდება. ამიტომ დაწესებულია გაძლიერებული მოხსენიება დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს.
საკურთხი მიცვალებულთა სახელზე ამ დღეებში სამარხვო კერძებით მზადდება.

დიდმარხვა წელს 15 მარტს დაიწყო და  2 მაისს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

დიდმარხვა ეკლესიის მიერ დადგენილი წლიური ოთხი სამარხვო პერიოდიდან ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრია. ის აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება; ამით მართლმადიდებელი მრევლი ქრისტეს აღდგომის სადღესასწაულოდ ემზადება.

კომენტარები