28 აგვისტოს ისტორიკოსის მარიკა ლორთქიფანიძის დაბადების დღეა
28 აგვისტოს ისტორიკოსის მარიკა ლორთქიფანიძის დაბადების დღეა.
ისტორიკოსი, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის გამგე მარიკა ლორთქიფანიძე 2018 წელს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება და ღირსების ორდენი.
მარიკა ლორთქიფანიძეს გამოქვეყნებული აქვს დაახლოებით 100 სამეცნიერო ნაშრომი, – 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. მისი ხელმძღვანელობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.