28 აპრილს აბიტურიენტების კითხვებს ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი უპასუხებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს:

-„28 აპრილს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე აბიტურიენტების კითხვებს უპასუხებს და 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე. შეხვედრა ტრადიციულად Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით ჩატარდება.

ცენტრმა, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, საინფორმაციო ღია კარის დღეები, ონლაინ, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე გამართა. შეხვედრებში მონაწილეობას ცენტრის წარმომადგენლები და საგნობრივი ჯგუფის წევრები იღებდნენ.

22 აპრილიდან შეხვედრები ოდნავ განსხვავებული ფორმატით იმართება – ყოველი ოთხშაბათი კონკრეტულ საგანს ეთმობა. შეხვედრა უკვე შედგა უცხოური ჯგუფის ხელმძღვანელთან. მომდევნო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. გარდა ამისა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების მეტი ინფორმირებულობის მიზნით „ტელესკოლასთან“ ერთად მოამზადა საინფორმაციო ვიდეორგოლები – ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლები დეტალურად საუბრობენ კონკრეტული გამოცდის შესახებ და აბიტურიენტებს ინფორმაციას აწვდიან როგორც ტესტის შინაარსობრივი ნაწილის, ასევე საგამოცდო პროცესის შესახებ. ვიდეორგოლების ნახვა ცენტრის ვებ და Facebook-გვერდებზეა შესაძლებელი“.

კომენტარები