28 მარტი – ხსენება წმიდა მღვდელმოწამე ალექსანდრესი
წმიდა მღვდელმოწამე ალექსანდრე ეწამა ქრისტესთვის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) დროს. წმიდანი მმართველმა ანტონიონმა დაკითხა, შემდეგ კი სასტიკად აწამა. ღვთისგან სასწაულებრივად დაცულმა ალექსანდრემ უდრტვინელად აიტანა ტკივილი. შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს.
ანტონიონი მსაჯულის სავარძლიდან წამოდგომისთანავე ეშმაკეულ იქმნა და საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.