28 ნოემბერი-23 დეკემბრისა და 3 იანვარი-15 იანვრის პერიოდში თბილისის მეტრო არ იმუშავებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისის მეტრო არ იმუშავებს.

ეპიდვითარების სტაბილიზაციის მიზნით მთავრობა შემდეგ ზომებს მიმართავს:

28 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში მსხვილ ქალაქებში, – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის თბილისის მეტრო არ იმუშავებს.

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში დაიწყება შეზღუდვების შემსუბუქება, მუნიციპალური ტრანსპორტი იმუშავებს მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვით.

3 იანვარი-15 იანვრის პერიოდში აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში.

16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ შაბათ-კვირას არ იმუშავებს.

კომენტარები