გაავრცელეთ! 29 აგვიტოს პარლამენტის წინ, 17 საათზე იძულებითი ვაქცინაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული იდეა“ იუწყება, რომ:

 – 2021 წლის 29 აგვისტოს ქ. თბილისში 17სთ–ზე პარლამენტის წინ გაიმართება საყოველთაო აქცია – – ,,არა იძულებით ვაქცინას!“, ,,არა კოვიდ-ფაშიზმს!“
მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა შემდეგი მოთხოვნები:
1.სასწრაფოდ გათავისუფლებული იქნენ დაკავებული თანამდებობიდან ა. გამყრელიძე, პ. იმნაძე, თ. ცერცვაძე, ბ. კულუმბეგოვი და საკოორდინაციო საბჭოსა და კომისიის ყველა წევრი და დაიწყოს გამოძიება მათ უკანონო ქმედებებზე;
2.დაუყოვნებლივ შეწყდეს ვაქცინაციის პროცესი გამოძიების დამთავრებამდე;
3.დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოველგვარი სახის სამედიცინო ხასიათის იძულებები, მათ შორის ტესტირებები და იზოლაციები;
4.შეწყდეს რეგულაციები და არაფრის მომცემი შეზღუდვები;
5.მკაცრად გაკონტროლდეს სამოქალაქო სექტორის ჩართულობით კლინიკებში პაციენტთა მკურნალობის მეთოდები და აიკრძალოს ჰაიდლაინები.

გთხოვთ, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია! –

 – წერია ორგანიზაციის განცხადებაში 

კომენტარები