29 ივნისი სულხან მოლაშვილის გარდაცვალების დღეა

29 ივნისი სულხან მოლაშვილის გარდაცვალების დღეა.

სულხან მოლაშვილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ტანხის მითვისების ბრალდებით 2004 წელს  დააკავეს.  მისი დაკავებიდან მოკლე ხანში საზოგადოება შოკში ჩააგდო წინასწარი დაკავების საკანში გადაღებულმა ფოტოებმა, რომლებზეც ნაწამები მოლაშვილი იყო აღბეჭდილი.

მოგვიანებით მის საქმეზე სასამართლო მოსმენები დაიწყო. მოლაშვილის აზრით, მაშინდელი გენერალური პროკურორის, ირაკლი ოქრუაშვილის საბრალდებო დასკვნა ტყუილზე იყო აგებული, მაგრამ მოსამართლე მურუსიძემ 2005 წელს მოლაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კონტროლის პალატის ექს-თავმჯდომარემ საპყრობილეში სამი წელი გაატარა. 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის თხოვნის საფუძველზე, მოლაშვილი შეიწყალა.

 

დაიბადა ქ. თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1995 წელს.

1986-1987წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში; 1992-1994წწ. უზენაესი სასამართლოს ინსპექტორი; 1994-1996წწ. კონსულტანტი; 1996 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

კონტროლის პალატის ყოფილი უფროსი სულხან მოლაშვილი 2004 წელს დააკვეს და ციხეში 3 წელზე მეტი გაატარა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თხოვნით შეიწყალეს. სულხან მოლაშვილი ემიგრაციაში საფრანგეთში 2014 წლის დეკემბრამდე იმყოფებოდა. 

2016 წლის 29 ივნის,  სულხან მოლაშვილი პარიზში გარდაიცვალა.

სულხან მოლაშვილი 2004 წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით დაკავეს. 2005 წელს  ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოლაშვილმა ევროსასამართლოს მიმართა. სახელმწიფომ ევროკონვენციის 4 მუხლის, მათ შორის მესამე მუხლის დარღვევა აღიარა (წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) და აიღო ვალდებულება, რომ საქმეს ხელახლა გამოიძიებდა, ხოლო მოლაშვილს ფულად კომპენსაციას გადაუხდიდა. მოლაშვილი შემოთავაზებულ დეკლარაციას დათანხმდა.

„დამაკავეს თუ არა, იმ დღესვე სიგარეტით დამწვეს და ჩემზე ელექტროშოკი გამოიყენეს. წარმოიდგინეთ, რა პირობებში უნდა ვყოფილიყავი მაშინ, როდესაც 28 დღეში 32 კილო დავიკელი. ჩემ მიმართ ყველა ტიპის წამება განხორციელდა, რაც კი არსებობს.ეს დაადასტურა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ. ამბობენ, რომ წამების გამოძიება რთულია, რადგან ხშირად არ არსებობს მტკიცებულებები, მაგრამ რთული გამოსაძიებელია, ვინ გასცა საიდუმლო ბრძანება, რის მიხედვითაც ორთაჭალის ციხიდან ღამის 3 საათზე მეშვიდე საპყრობილეში არაადამიანურ პირობებში გადამიყვანეს? ამას სამოსანი გამომძიებელიც კი გაართმევს თავს.

საპყრობილეში, სადაც გადამიყვანეს, ელემენტარული პირობებიც კი არ იყო. იქ არათუ ელექტროენერგია არ იყო, სანთელი და ისეთი ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთები არ გამაჩნდა. დაკავებისას „კაპეზეზე“ გრიგალაშვილი, ბოკერია და ადეიშვილი იმყოფებოდნენ.

 უკანონო დაპატიმრების ბრძანებებს სააკაშვილი იძლეოდა, გიგა ბოკერია კი მათ აღსრულებას პირადად აკონტროლებდა. მე არ ვიცი, რას ლაპარაკობდნენ, საუბრის შინაარსი ვერ გავიგე, მაგრამ ჩემი „კაპეზეზე“ მიყვანისას იქ უკვე იმყოფებოდნენ: ბოკერია, ადეიშვილი და გრიგალაშვილი. უკანონო დაპატიმრებების ბრძანებებს მიხეილ სააკაშვილი პირადად იძლეოდა, მათი აღსრულებაზე ზედამხედველობას კი გიგა ბოკერია ახორციელებდა“, – განაცხადა სულხან მოლაშვილმა.

კომენტარები