29 მარტი – წმიდა ამბროსი აღმსარებლის (ამბროსი ხელაიას) გარდაცვალების დღეა! – კესო გობეჯიშვილი:

“ ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია ,მტარვალებო!”

-ამბროსი ხელაია.

29 მარტს არის ხსენება წმიდა მღვდელმთავრისა ამბროსი აღმსარებელისა.

უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია ) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში .ის სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. იგი იყო დაოჯახებული და 1896 წელს დაქვრივდა,თუმცა საკუთარ შვილებზე ზრუნვა თვითონ ითავა.

ამბროსი ხელაია სოხუმის ეპარქიაში ეკურთხა მღვდლად . იგი მსახურობდა სოჭში, სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში,სადაც ასწავლიდა ქართულ ენას. იგი სასტიკი წინააღმდეგი იყო რუსიფიკატორული პოლიტიკის აფხაზეთში.

ამბროსი ხელაია ყაზანში აღიკვეცა ბერად და 1902 წელს არქიმანდრიტის ხარისხშიც აიყვანეს. მალე საქართველოში დაბრუნდა და ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა სადაც დიდი ღვაწლი გასწია მონასტრის აღორძინებისათვის.

ამბროსი ხელაია იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის , რისთვისაც ის რუსეთში გადაასახლეს და მხოლოდ 1917 წელს შეძლო დაბრუნება.

1917 წელს აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში და იყო ჯერ ჭყონდიდის ,შემდეგ კი აფხაზეთისა და სოხუმის მიტროპოლიტი.

1921 წელს აირჩიეს საქართველოს კათალიკოს პატრიარქად.

იგი ილაშქრებდა ეკლესიის დევნის , ქართული ენის უფლებების შეზღუდვისა და ისტორიული მიწების სხვათა განკარგულებაში გადაცემისა წინააღმდეგ ,რის გამოს ის დააპატიმრეს. 1924 წლის ბოლოს გამოცემული ამნისტიით სასჯელს უხსნიან . მას ეკუთვნის პატიმრობის დროს წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: “ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის ,ჩემი გული სამშობლოს ,ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია”

1929 წლის 29 მარტს გარდაიცვალა.

1995 წელს საქართველს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებლის სახელით.

კომენტარები