3 თებერვალს ქართული ფეხბურთის ლეგენდის – ბორის პაიჭაძის დაბადების დღეა!

3 თებერვალს ქართული ფეხბურთის ლეგენდის – ბორის პაიჭაძის დაბადების დღეა!  ბორის პაიჭაძის დაბადებიდან დღეს 106 წელი გავიდა. ქვეყნის მთავარი საფეხბურთო მოედანი მის სახელს ატარებს.

ბორის პაიჭაძე – ქართველი ფეხბურთელი, რომელიც პოზიციით თავდამსხმელი იყო 1915 წლის 3 თებერვალს ჩოხატაურის რაიონ სოფელ ონჭიქეთში დაიბადა.

16 წლის ასაკში თამაშობდა ფოთის გემთმშენებელი ქარხნის გუნდში.

დედაქალაქური კარიერა ჯერ თბილისის ზიაში დაიწყო, შემდეგ  ქვეყნის მთავარ გუნდ დინამო თბილისში განაგრძო.

სამწვრთნელო კარიერაც დინამო თბილისს დაუკავშირა და საბოლოო ჯამში სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატიც გახდა.

ქართველმა ლეგენდამ “დინამო (თბ)” რიგებში 190 მატჩი ჩაატარა და 105 გოლი ჩაიწერა აქტივში.

ბორის პაიჭაძე 1915 წლის 3 თებერვალს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ონჭიკეთში დაიბადა. მოგვიანებით მისი ოჯახი ფოთში გადაცხოვრდა. მისი კარიერაც სწორედ აქ, 16 წლის ასაკში, დაიწყო.

1936-51 წლებში ის თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელი იყო. 1953-54 წლებში კი, – გუნდის მთავარი მწვრთნელი.

1944 წელს ბორის პაიჭაძეს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა.

ფეხბურთელი 1990 წლის 9 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.

1991 წელს ეროვნულ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა. 2001 წლის წელს სპეციალურმა კომისიამ ბორის პაიჭაძე საქართველოს 20-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

ფრაგმენტები მისი ინტერვიუებიდან:
„მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი უზომოდ გვიყვარდა და მხოლოდ თამაშზე ვფიქრობდით, მაინც კარგად ვსწავლობდით.”
„რატომ უნდა უბიძგო ან „დაამტვრიო” მეტოქე, რატომ უნდა ხედავდე მასში მტერს? ფეხბურთი ხომ თამაშია, ვაჟკაცური თამაში. თუ მაგარი ხარ, გოლი გაიტანე, მეურვეს გაუსწარი, ოსტატურად გასცდი, აჯობე. თუ ამას ახერხებ და თანაგუნდელებიც მხარს გიბამენ, გამარჯვება მოვა, აბა სად წავა?“

2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააწესა ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისათვის.  ქართველი ფეხბურთის კარუზო, 1990 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.

კომენტარები