3-9 ივნისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ეს კვირა შესაფერისია მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმეებისთვის. მათაც, ვისაც საქმის გადადება სჩვევია და სიზარმაცე სძლევს ხოლმე, ამ კვირაში გაუადვილდებათ საკუთარი თავის ხელში აყვანა და დიდი ხნის გადადებული საქმეების მოგვარება.

ახლა, ყველა ასპექტში შესაძლებელია წარმატების მიღწევა, რისთვისაც მტკიცე ხასიათის და თვითდისციპლინის გამოვლენაა საჭირო.

არ არის გამორიცხული კარიერული აღმასვლა, რისთვისაც აუცილებელია, დაძაბულ მომენტში არ დაიბნეთ და ინიციატივა გამოავლინოთ. ამ კვირის განმავლობაში, სამსახურეობრივ სფეროში, მოულოდნელი წინადადებების შეთავაზებაც არ გაგიკვირდეთ. ეს პერიოდი უხვი იქნება ისეთი საინტერესო მოვლენებით, რომლებსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა ძალუძთ.

პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, ეს კვირა ასევე კარგი იქნება. აუცილებელია, არ დაკარგოთ მოთმინება და არ დააჩქაროთ მოვლენები. მიყევით დინებას – და თქვენ დაინახავთ შესაძლებლობებს, რომელთაც აქამდე არ აქცევდით ყურადღებას.

კომენტარები