30 აპრილს მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური, 21-დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფალია

30 აპრილს მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური, 21-დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფალია.

რამდენიმე დღეში სპეციალური რეისით ნიგერიიდან, საქართველოში დაბრუნდებიან.

-„ჩვენს მეზღვაურებს ვულოცავთ გათავისუფლებას და მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, რომლებმაც ამ მძიმე სიტუაციაში იჩენენ სამაგალითო სიმშვიდეს, რითიც მნიშვნელოვნად გვიწყობენ ხელს მუშაობაში.  სახელმწიფომ გემთმფლობელთან ერთად ყველა ბერკეტი გამოიყენა, მეზღვაურები 20-დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფლები არიან.

უახლოეს დღეებში, შესაძლებელი იქნება სამშობლოში მათი უსაფრთხოდ დაბრუნება. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ნებართვების მისაღებად, ნიგერიიდან მათი ტრანსპორტირების ორგანიზების მიმართულებით. პროცესში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უშუალო კონტაქტზე ვართ ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან. ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება, პროცესი რაც შეიძლება სწრაფად რომ დასრულდეს, ყველა ფორმალური პროცედურა უმოკლეს დროში იქნეს გავლილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის გემთფლობელ კომპანიას და მადლობას ვუხდით მათ გაწეული ძალისხმევისთვის“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა.

უკვე საქართველოშია მეკობრეების ტყვეობას გადარჩენილი 4 მეზღვაური. ქალაქ ლომედან მათი წამოყვანისათვის საჭირო ნებართვების მისაღებად სახელმწიფო სტრუქტურებმა უპრეცენდენტო მოლაპარაკები აწარმოეს ტოგოს ხელისუფლებასთან

კომენტარები