30 ივლისი ემილი ბრონტეს დაბადების დღეა!

30 ივლისი ემილი ბრონტეს დაბადების დღეა!

გასაოცარია, თუ როგორ მოახერხა ჩუმმა და ჩაკეტილმა გოგონამ, რომელიც თითქმის არასოდეს ტოვებდა საკუთარი სახლის საზღვრებს, ამდგარიყო და შექმნა ევროპული ლიტერატურის ერთერთი ყველაზე სასტიკი და უცნაური რომანი.

ემილი გაიზარდა ჩრდილოეთ ინგლისში, სადაც მარტოსულ და ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა. მას ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ ახლო ნათესავებთან, სახლიდან გადიოდა მხოლოდ ეკლესიაში წირვაზე დასასწრებლად ან უახლოეს ბორცვებზე გასასეირნებლად.

„ქარიშხლიანი უღელტეხილი“ ემილი ბრონტეს ერთადერთი რომანია რომლის დაწერაც ავტორმა მოასწრო, ის რომანის გამოცემიდან მალევე 1848 წელს, 30 წლის ასაკში გარდაიცვალა. წიგნი ამავე წელს, მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, „Ellis Bell“-ის ფსევდონომით გამოქვეყნდა. რომანში იმდენად მწვავედ იყო დანახული საზოგადოებრივი პრობლემები, სისასტიკე, მკაცრი მენტალური მდგომარეობა, ფარისევლობა რელიგიაში, მორალი, სოციალური კლასები და გენდერული უთანასწორობა, რომ ბევრი კრიტიკოსის აზრით , წიგნი აუცილებლად კაცის დაწერილი უნდა ყოფილიყო.

„ის ღამე, როცა „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ კითხვა დავიწყე, კარგად მახსოვს და მგონი არასდროს დამავიწყდება. ასეთი სულისშემძვრელი ამბავი სიყვარულის და სიძულვილის შესახებ და ასე მკვეთრად დაწერილი რომანი არასოდეს წამეკითხა. სწორედ რომ მკვეთრად. ისიც კი ვიფიქრე, ეს ბრონტეები ვინ ყოფილან-მეთქი“ – აკა მორჩილაძე

 

კომენტარები