30-მა უვადო პატიმარმა გლდანის ციხეში სასიკვდილო შიმშილობა დაიწყო! – ალექსანდრე კაპანაძე:

 “თვალსაზრისს” ექსკლუზიურად დაუკავშირდა ყოფილი პატიმარი და პატიმართა უფლებების დამცველი ალექსანდრე კაპანაძე, რომელმაც მასთან გლდანის მე-8 დაწესებულებაში მყოფი უვადო პატიმრების სატელეფონო ზარზე დაყრდნობით, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გვამცნო:

 

– 30-მა უვადო პატიმარმა, რომლებიც არიან განთავსებულნი მე-8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში, 27 აპრილს გამოაცხადეს უვადო შიმშილობა.

პროტესტის საფუძველი არის 2012 წლის არასრულფასოვანი ამნისტია, რომელიც ყველა პატიმარს და შესაბამისად, მათაც უნდა შეხებოდათ,  რათა მოკლებოდათ სასჯელის 1/4, მაგრამ მოგეხსენებათ, “უვადო” სასჯელს 1/4  ვერ გამოაკლდება…

მათ არ შეახეს ამნისტია, დაუტოვეს  უვადო პატიმრობა.

მოშიმშილე პატიმრები აპროტესტებენ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის არაეფექტურად ფუნქციონირებას, რაც გულისხმობს სასამართლოების მიერ პირობით ვადაზე ადრე უვადო პატიმრების გათავისუფლების შესახებ უკანონო და დაუსაბუთებელ უარის  გადაწყვეტილებებს;

2021 წლის 11 იანვრის ამნისტიას, რომლითაც შესაძლებელი იყო 2012 წლის ამნისტიის ხარვეზების გამოსწორება და სამართლიანობის აღდგენის მიღწევა, თუმცა ამჯერადაც უვადო პატიმრებს არაფერი შეეხოთ.

არა და ეს ის უვადო პატიმრები გახლავთ, ვინც გასამართლდნენ 2012 წლამდე, ვისაც მიესაჯა დანაშაულთან შდარებით არაპროპორციული სიმკაცრის სასჯელი, ზოგს  – უდანაშაულოდ განესაზღვრა ასეთი მკაცრი სასჯელი და ყოველი მათგანი არის ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მსხვერპლი.

ამას გარდა, 2012 წლამდე მათ გამოიარეს სასტიკი წამება და არაადამიანური მოპყრობა.

 

მოშიმშილე უვადო პატიმრები ითხოვენ:

 

2021 წლის ბოლომდე სასამართლო წესით მოხდეს 2012 წლამდე გასამართლებული ყველა უვადო პატიმრის საქმეების გადასინჯვა,  რათა წინა რეჟიმის დროს განხორციელებული მათი წამების საპირწონედ აღდგეს სამართლიანობა.
30 მოშიმშილე უვადო პატიმარი არ აპირებს გაჩერებას და შიმშილობის შეწყვეტას, იქამდე ვიდრე ეს კონკრეტული მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული და საკანონმდებლო დონეზე დამოწმებული.

სრულიად რესოციალიზებულ და სამაგალითო მოქალაქედ ქცეულ უვადო პატიმრებს შორის, ვისაც უკვე 2-ჯერ უკანონოდ ეთქვა ური პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ, არის ერნესტ ნაცვლიშვილი.
ასევე წინა რეჟიმის და სრულიად უდანაშაულოდ უვადო პატიმრად ქცეული ნიაზ ჩხვიმიანი.

კომენტარები