„30 წელმა გვიჩვენა, რომ ჩვენ არა ვართ ჯერჯერობით მზად და ღირსიც გვქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო!“-ედიშერ გვენეტაძე

-„როგორადაც გნებავთ ისე გამკილეთ, მაგრამ უნდა ვთქვა!
განვლილმა 30 წელმა გვიჩვენა, რომ ჩვენ არა ვართ ჯერჯერობით მზად და ღირსიც გვქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო!
რატომ?
იქ სადაც 56 ათასი კაცი ხმას აძლევს დაბოლილ და ნარკომანიის მქადაგებელი გაურკვეველ სუბიექტებს!
იქ სადაც ნახევარი მილიონი ადამიანი ელოდება მშიშარა შეშლილის და ქვეყნის გამყიდველის ჩამოსვლას!
იქ სადაც ახალგაზრდობის გარკვეულად მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს არა დაკარგული ტერიტორიების, არამედ ნარკოტიკების თავისუფლებაზე და ამისათვის მრავალრიცხოვან მიტინგებს ატარებს!
იქ სადაც მთავარ საკანონმდებლო ორგანოზე შეტევის ლიდერებს და მონაწილეებს პოლიტპატიმრებად აცხადებენ!
და ტელევიზიებით ხდება ამის პროპაგანდა!
იქ სადაც ტელევიზიებით გამოყეყეჩებულ ადამიანებს ილია და ბუღაძე ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისაგან!
იქ სადაც ყოფილი კორუმპირებული რაიკომის მდივნის მამის შვილი არავის არ აურჩევია, მაგრამ ისეა გათავხედებულუ, რომ ჯიუტად მაინც ლამობს პარლამენტში შესვლას!
იქ სადაც კანონიერ პარლამენტსა და პრეზიდენტზე ზარბაზნებით შეტევის მიმტანი მთავარ ოპოზიციურ ძალას პირველ ხუთეულში უზის და ამ გახრწნილ ძალას მაინც 500 ათასი კაცი აძლევს ხმას!
იქ სადაც კრიმინალი, რომელსაც ასობით ადამიანი ჰყავს დახოცილი და მას ე.წ. პოლიტიკოსკრიმინალები უწოდებენ პოლიტპატიმარს!
იქ სადაც მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გამიზნულად არღვევს კანონს და გამიზნულად სურს ქვეყანაში არეულობა!
იქ სადაც ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ცდილობს, რაც შეიძლება მალე დატოვოს სამშობლო!
იქ სადაც ტელესტუდიაში ქვეყნის ოპოპოლიტელიტა ტაშით ხვდება სამშობლოს მიწების გაყიდვაში ეჭვმიტანილებს!
იქ სადაც პოლიტელიტა ვერ ახერხებს ერთმანეთთან დალაპარაკებას ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამისათვის კაცი ჩამოდის ქვეყნიერების დასალიერიდან და არაერთხელ!
იქ სადაც 100-150 კაცი ქვეყნის დაქცევას ჯაჭვ-ბოქლომებით ცდილობს და ეს დემოკრატიად ცხადდება!
იქ სადაც მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალიის მქონე ეკლესიის მეთაურს სექტანტები გაუგონარ შეურაცხყოფას აყენებენ და ამას ერი, ბერი და მრევლი ატარებს….
არის კი იმ ქვეყნის მცხოვრებნი ღირსი …..” – წერს ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები