„300 და 500 კაციანი ქორწილები და ქელეხები ჯერ არ გვინდა, – სანამ პანდემიაა – ამირან გამყრელიძე

-„არ გვინდა რა, ჯერჯერობით, 300 და 500 კაციანი ქორწილები და არც ჭირისუფლები. ყველაფერი  უნდა იყოს მოკრძალებული, სანამ პანდემიაა.  ყოველდღიურად მსოფლიოში ახალი შემთხვევების მატებაა. 250-ზე მეტი ახალი შემთხვევაა ყოველდღიურად, 20 მილიონს გადააჭარბა უკვე შემთხვევათა რაოდენობამ, მთლიანად მსოფლიოში, ჩვენ მსოფლიოს ნაწილი ვართ, – საქართველო მარტო ვერ დაამარცხებს კოვიდს. ეს ყველაფერი არის მართვადი, კონტროლს ექვემდებარება, არავითარი პანიკის საფუძველი არ არის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, დავიცავთ ის რეკომენდაციები, რასაც სახელმწიფო იძლევა.

 ქორწილების ან სხვა შეკრებების დაგეგმვისას ეს მოცემულობა საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს.

მსოფლიოსა და საქართველოშიც პანდემია მზარდია, – საჭიროა სიფრთხილე“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები