31 იანვარი ცნობილი ქართველი რეჟისორისა და სახალხო არტისტის თენგიზ აბულაძის დაბადების დღეა

31 იანვარი ცნობილი ქართველი რეჟისორისა და სახალხო არტისტის თენგიზ აბულაძის დაბადების დღეა!

თენგიზ აბულაძეს 31 იანვარს 92 წელი შეუსრულდებოდა.

ქართული კინოს კლასიკოსი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი იყო. მას მიღებული აქვს მთავარი პრიზი „ოქროს პალმის რტო” კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალზე და პირველი პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალზე.

თენგიზ აბულაძის კინოკარიერა დაიწყო კინორეჟისორ რეზო ჩხეიძესთან ერთად. მათ ერთად გადაიღეს ფილმები “ჩვენი სასახლე”, “ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი” და მხატვრული ფილმი “მაგდანას ლურჯა”. ბოლო ფილმისთვის მიღებული აქვს მთავარი პრიზი “ოქროს შტო” კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალზე და პირველი პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალზე.

რეჟისორმა, როგორც დამოუკიდებელმა კინემატოგრაფისტმა, პირველი დამოუკიდებელი ფილმი “სხვისი შვილები” გადაიღო. ფილმმა არაერთი ჯილდო დაიმსახურა. ამას მოყვა ფილმი “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, ეს ფილმიც პრიზებთი აღინიშნა.

თენგიზ აბულაძის მოღვაწეობაში გამორჩეულია მის მიერ შექმნილი ტრილოგია “ვედრება”, “ნატვრის ხე” და “მონანიება”. სამივე ფილმმა საერთაშორისო კინოფესტივალებზე პრიზები და ჯილდოები დაიმსახურა. მის მიერ გადაღებული ფილმებია “სვანური ჩანახატები”, “სამკაული სატრფოსათვის”, “მუზეუმი ღია ცის ქვეშ”, „სხვისი შვილები” და სხვა.

კინომცოდნეები მიიჩნევენ, რომ თენგიზ აბულაძის რეჟისორული მოღვაწეობით ახალი ეტაპი დაიწყო ქართულ კინემატოგრაფიაში. რეჟისორი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, იყო კინოსტუდია “ქართული ფილმის” პირველი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი.

თენგიზ აბულაძე 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

კომენტარები