4 მაისიდან იტალიური გუნდები ვარჯიშს განაახლებენ

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ გუნდებს ხვალიდან ვარჯიშის განახლების უფლება მიეცემათ. ამ ინფორმაციას La Repubblica და Football Italia ავრცელებს.

ვარჯიშის უფლება ექნებათ, როგორც სერია ა-ს კლუბებს, აგრეთვე უფრო დაბალი დივიზიონის წარმომადგენლებს.

გუნდების ვარჯიში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით უნდა გაიმართოს. კლუბები, რომლებიც ზემოთხსენებული ნორმების უზრუნველყოფას ვერ მოახერხებენ, ვერც ვარჯიშებს გამართავენ.

footballitalia@footballitalia

The Italian Government has given the all-clear for training to resume in centres from Monday, after several regions opened up their gates https://www.football-italia.net/152803/govt-gives-all-clear-serie-training 

View image on Twitter

კომენტარები