4 პატიმარი სისტემატურად ტოვებდა ციხეს და საკნებში კონტრაბანდული საქონლით ბრუნდებოდნენ

აშშ-ში, 4 პატიმარი სისტემატურად ტოვებდა ციხეს და საკნებში კონტრაბანდული საქონლით ბრუნდებოდნენ.

გაქცევის შესახებ რამდენიმე შეტყობინების შემდეგ სამართალდამცველებმა ციხეზე მეთვალყურეობა დააწესეს. პატიმრები 11 ოქტომბერს დააკავეს.

ამ ინფორმაციას ABC 13  ავრცელებს.

34 წლის ჯულიან ლემუსმა, 45 წლის რობერტ იანგმა, 25 წლის ლეო მარტინესმა და 35 წლის სილვესტრ რიკომ რამდენჯერმე დატოვეს ბომონტის ციხე. კონტრაბანდული საქონლის ყიდვის შემდეგ ისევ ციხეში დაბრუნდნენ.

ჩხრეკისას მათ დიდი ოდენობით ვისკი და მობილური ტელეფონები აღმოაჩნდათ.

კომენტარები