„4000 იცრება, – ეს ძალიან ცოტაა… გარანტიას გაძლევთ, – წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60-70%…“-თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში – „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა:
-„გარანტიას გაძლევთ, – წლის ბოლოსთვის ჩვენთან აცრილი იქნება საერთო მოსახლეობის 60-70%. სახელმწიფოს ვაქცინის მიწოდების კუთხით წყვეტა არ ჰქონია, ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი ამჟამად იმდენად დიდია, ერთბაშად ყველას ვაქცინაცია ვერ ხერხდება. ეს ტემპიც არ არის საკმარისი. მინიმუმ უნდა გაორმაგდეს.
ჩვენთან ზრდასრული მოსახლეობის 3%-ია ვაქცინირებული, ამასაც შეაქვს თავისი წვლილი მესამე ტალღის დაძლევაში. პირველ დღეებში 500 ადამიანი თუ იცრებოდა, ახლა დღეში 4000 იცრება, – ეს ძალიან ცოტაა, უნდა ავიდეთ 6000-7000-ზე. ვაქცინირებისადმი სკეპტიციზმი მნიშვნელოვნად დაიძლია. ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი ამჟამად დიდია, ერთბაშად ყველას ვაქცინაცია ვერ ხერხდება. ჯერ არასაკმარისი ვაქცინის პრობლემა არ დამდგარა, არ ყოფილა არავითარი, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს გარანტირებული ხელშეკრულებები გაფორმებული. ვაქცინაციის კაბინეტების და ბრიგადების რიცხვი უსასრულო ვერ იქნება, 164-ზე მეტი ბრიგადა არის ამცრელი, 100-ზე მეტი დაწესებულება მუშაობს ვაქცინაციის პროცესში. ვაქცინის ერთი დოზის გაკეთების შემდეგ კოვიდინფექციით 350-მდე ადამიანი დაინფიცირდა. მათ შორის გარდაცვლილები არ არიან. ორჯერ აცრილ ადამიანებში ინფექციის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ყველამ გადაიტანა შედარებით მსუბუქად, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, როგორი მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, თუნდაც ერთი დოზის გაკეთებით.
არ მაქვს ინფორმაცია ორჯერ აცრილ ადამიანებში ინფექციის დაფიქსირების შესახებ. მაგრამ, ნუ მოვითხოვთ ვაქცინისგან იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია. ვაქცინა თითქმის გარანტირებულად იცავს მძიმე და სასიკვდილო შემთხვევებისგან, ორი დოზის მიღების შემდეგ ვაქცინირებულ ადამიანს აქვს სერიოზული გარანტია, – დაავადებას არ ემსხვერპლება, ვირუსი ორჯერ ვაქცინირებულს შეიძლება დაემართოს, მაგრამ გადაიტანს მსუბუქად“.