„41 წლის ქალბატონი გამოვტაცეთ სიკვდილს ამ მედიკამენტით და გადავარჩინეთ. მკურნალობაზე და პლაქვენილის გამოყენებაზე შეიქმნა“

-„პლაქვენილისა გარდა სხვა მრავალ მედიკამენტს ვიყენებთ.  გამოვიყენეთ ტოცილიზუმაბი. ძალიან ძლიერი მედიკამენტია, მაგრამ 41 წლის ქალბატონი გამოვტაცეთ სიკვდილს ამ მედიკამენტით და გადავარჩინეთ.

ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც აღნიშნული მედიკამენტის გამოყენება დაიწყო.

მკურნალობაზე და პლაქვენილის გამოყენებაზე შეიქმნა ერთი ამბავი. ჯერ ერთი, ის მთელ მსოფლიოში გამოიყენება, მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე უამრავი მასალა შევისწავლეთ, მრავალი ტელეხიდი შედგა. ამის მერე გადაწყდა ამ პრეპარატის გამოყენება. რა თქმა უნდა, ყველასთვის პლაქვენილით არ გვიმკურნალია. გვყავდა მსუბუქი პაციენტები, რომელთა მკურნალობის პროცესში ამ მედიკამენტის ჩართვა არ იყო საჭირო და რატომ გამოვიყენებდით? მძიმე პაციენტებთან კი არა მხოლოდ პლაქვენილს, სხვა მრავალ მედიკამენტს ვიყენებთ“ – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ  POSTV-ის ეთერში.

კომენტარები