5 ადგილი, რომელიც ტურისტს თბილისში უნდა აჩვენოთ

5 ად­გილი, რო­მე­ლიც ტუ­რისტს თბი­ლის­ში ყოფ­ნი­სას უნდა აჩვენოთ:

  1. ნა­რი­ყა­ლას ცი­ხე­სი­მაგ­რე

მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნის ცი­ხე­სი­მაგ­რე, რო­მე­ლიც თბი­ლის­სა და მდი­ნა­რე მტკვარს გა­დაჰ­ყუ­რებს. ცი­ხე­სი­მაგ­რის შე­სას­ვლე­ლი­დან და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბი­ლიკს გაჰ­ყე­ვით და ტუ­რისტს ქარ­თლის დედა აჩ­ვე­ნეთ. ნა­რი­ყა­ლა­დან გა­დაშ­ლი­ლი ულა­მა­ზე­სი ხედი იდე­ა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მოგ­ცემთ.

  1. სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი

ქარ­თუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და კულ­ტუ­რის შთამ­ბეჭ­დავ ნი­მუშს, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარს ეწ­ვი­ეთ, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი აღ­მო­სავ­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­თედ­რა­ლია. ჯვარ­გუმ­ბა­თო­ვა­ნი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის სტი­ლით აშე­ნე­ბუ­ლი ძეგლი, რო­მე­ლიც ძვე­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რის ნა­ზა­ვია, ულა­მა­ზე­სი მო­ხა­ტუ­ლო­ბი­თა და ბა­ღე­ბით, უცხო­ელ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელს აუ­ცი­ლებ­ლად მო­ხიბ­ლავს.

  1. მშრა­ლი ხიდი

სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სუ­ლი და აწ­მყო მშრა­ლი ხი­დის ყო­ველ­დღი­ურ „გა­მო­ფე­ნებ­ში“ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ჩანს. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნან­დე­ლი უიშ­ვი­ა­თე­სი ნივ­თე­ბი ტუ­რის­ტე­ბის ყუ­რა­დღე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­პყრობს. ეს იქ­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ულ წარ­სულ­ში, რომ­ლის ნა­წი­ლიც სა­მახ­სოვ­რო სუ­ვე­ნი­რე­ბის არ­ჩე­ვის შემ­დეგ თქვე­ნი სტუ­მა­რიც გახ­დე­ბა. ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის შეგ­რო­ვე­ბით გა­ტა­ცე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის მშრა­ლი ხიდი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლია.

  1. თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­­მი

წარ­სუ­ლის, აწ­მყო­სა და მო­მავ­ლის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო­ე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბელ ხიდს წარ­მო­ად­გენს ზუ­რაბ წე­რეთ­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი. მუზეუმში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სხვა­დას­ხვა ჟან­რი­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტექ­ნი­კით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი 300–ზე მეტი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში და 250–მდე ფოტო. ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის გაც­ნო­ბის მიზ­ნით შე­გიძ­ლი­ათ ეს­ტუმ­როთ თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმს.

  1. რეს­ტო­რა­ნი ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი სამ­ზა­რე­­ლო­თი

თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის გზა­ზე, გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნის №23–ში ახალ­გახ­სნილ რეს­ტო­რანს „ალაგს“ შე­გიძ­ლი­ათ ეწ­ვი­ოთ. რეს­ტო­რან­ში ერ­თმა­ნეთს ერ­წყმის ტრა­დი­ცი­უ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­რე­მო, რაც ინ­ტე­რი­ერ­სა და სამ­ზა­რე­უ­ლო­შიც ვლინ­დე­ბა. თბი­ლი გა­რე­მო, ქარ­თუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, უგემ­რი­ე­ლე­სი ქარ­თუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი კერ­ძე­ბი, ღვი­ნის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მუ­სი­კა და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი პერ­სო­ნა­ლი თქვე­ნი სა­ღა­მოს სა­უ­კე­თე­სოდ გა­ტა­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

კომენტარები