„5-დან 4 კაცს დაიცავს. ძალიან უსაფრთხოდ ითვლება“ – თენგიზ ცერცვაძე “სინოფარმის”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით:

-„ჩინური ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ძალიან უსაფრთხოდ ითვლება. 5-დან 4 ადამიანს ვირუსის მძიმე ფორმებისგან დაიცავს. ჩინური ვაქცინების – „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ გამოყენებისას სიკვდილიანობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

საერთაშორისო მონაცემებით და კლინიკური კვლევებით, მათი ეფექტიანობა ნაკლებია, ვიდრე სხვა ცნობილი, ლიდერი ვაქცინების („ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“), რომელთა ეფექტიანობა მძიმე და სასიკვდილო ფორმების პრევენციისთვის 100%-ს აღწევს, განსაკუთრებით, „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“ – 95%-ს აღწევს, დაავდების გადადების პრევენციისთვის ნაკლებს, მაგრამ მაინც მთავარია მძიმე ფორმები. „სინოფარმის“ ეფექტიანობა მძიმე ფორმების საპრევენციოდ აღწევს 79%-ს, ანუ ცოტა დაბალია, ვიდრე „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალია, 5-დან 4 კაცს დაიცვას. ეს დაახლოებით, ისეთი დაცვაა, როგორც გრიპის ვაქცინას აქვს. საერთაშორისო სტანდარტით ითვლება, თუ რომელიმე ვაქცინა 50%-ზე მეტით იცავს ვაქცინირებულ ადამიანს, ის უკვე კარგია და მისაღებია. „სინოვაკის“ პროცენტები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რამდენიმე კვლევა არის და შემდეგი შეხვედრისთვის გვეცოდინება.

ვინც ჩინური ვაქცინის გამოყენებას გადაწყვეტს, ამ მხრივ შეუძლია მშვიდად იყოს. თუ ვინმეს მაქსიმალური – 100%-იანი ეფექტი უნდა, მან შეიძლება იფიქროს, გაიკეთოს, თუ არა“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა 3 აპრილს მიიღო.

სინოვაკის“ ვაქცინების“ 100 ათასი დოზა საქართველომ მიიღო.

კომენტარები