5 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 თებერვლამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18,+23,  აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12,+17 გრადუსი იქნება.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14,+16 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები