„5 ივლისს რა მოხდა, სანაიას შემთხვევაში რა მოხდა, არავინ იქ ასე დეტალურად არ ერკვევა…“ – ზურაბ მახარაძე

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „არტერნატიული ხედვა“.

თემა: HRW-ის მორიგი ანგარიში

სტუმარი: ზურაბ მახარაძე – პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” თავმჯდომარე
-„ეს არის ძალიან კარგი საშუალება, რომ გავარკვიოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იმასთან დაკავშირებით, როგორ მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციები. მე მგონი, კარგი დრო არის, რომ აიხსნას. მე მოვიყვან ახლა ცოცხალი ორგანიზმის მაგალითს, – წარმოვიდგინოთ, რომ სადღაც ბრიუსელში, ვაშინგტონში ან სხვაგან, არასამთავრობო ორგანიზაციის სათაო ოფისი როცა არის, წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ტვინი ამ ტვინთან უნდა მივიდეს სიგნალები. როგორც ცოცხალ ორგანიზმში საჭირო არის გარკვეული რეცეპტორები, რომლითაც ნერვული სისტემიდან დავა ტვინში ინფორმაცია, ეს გადამუშავდება და შემდეგ რაღაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამ ორგანიზაციებსაც სჭირდებათ საკუთარი რეცეპტორები.
არის ერთი შეცდომა, რომელსაც ქართველი ხალხი ხშირად უშვებს, – არის რაღაც მნიშვნელოვანი დიდი ორგანიზაცია, საერთაშორისო მასშტაბის და ყველა აქვს წარმოდგენა, რომ ამ ორგანიზაციამ ძალიან გაარკვია საქართველოში რა ხდება, ყველაზე კარგად იცის დავუშვათ “ჰუმან რაითს ვოჩ“-მა აქ რა ხდება, იუნესკომ ყველაზე კარგად იცის რა ხდება და ა.შ. რასაც ბაია პატარაიები ლაპარაკობენ, რასაც თაბაგარები წერენ, მერე ის რომ ხვდება იმათ ანგარიშში, ბევრს ჰგონია, რომ აქ არის ზემოდან წამოსული დირექტივა, ესენი მერე პირდაპირ იმას წერენ…
ამერიკის მთავრობას რომ ჭირდება რომელიმე ქვეყანაზე თქვას, რომ იქ არის დიქტატორა და ჩვენ იქ უნდა შევარდეთ, ამისთვის არის „არასამთავრობოები“, რომლებიც მოამზადებენ ანგარიშებს. როცა არის მოთხოვნა რაღაცა თემაზე, იმაზე ესენი გააკეთებენ განცხადებებს, მაგრამ კონკრეტულ თემაზე, – 5 ივლისს რა მოხდა, სანაიას შემთხვევაში რა მოხდა, არავინ იქ ასე დეტალურად არ ერკვევა. ამ რეცეპტორების ფუნქციას ასრულებენ ადგილობრივი არასამთავრობოები. “ჰუმან რაითს ვოჩ“-მა საქართველომ იცის იმდენი, რამდენიც იცის კოლექტიურმა ბაია პატარაიამ…“, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

ვიდეო – https://fb.watch/aw-oc4JMol/

კომენტარები