5 პროდუქტი, რომლთა გამოყენებაც მათი ვადის გასვლის შემდეგაც არის დაშვებული

როგორც პრაქტიკა აჩვენებს, არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ვადის გასვლის შემდეგაც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

მაკარონი

თუ მაკარონის შენახვის პირობებს გაითვალისწინებთ (ჰერმეტული შეფუთვა, მაქსიმუმ 30° და კარგად ვენტილირებადი ადგილი), მისი საკვებად გამოყენება 1-2 წელიწადშიც იქნება შესაძლებელი.

გამომშრალი პროდუქტები (ჩაი, ყავა,..)

ამ პროდუქტებს, სწორი შენახვის პირობების შემთხვევაში ვადა არ გააჩნიათ. ამ შემთხვევაში მათი გამოყენება 5 წლის შემდეგაც შეიძლება. ერთადერთ, რაც შეიძლება მათ დაემართოთ, შესაძლებელია არომატი და მკვეთრი გემო დაკარგონ.

გაზიანი სასმელები

როგორ წესი, გაზიანი სასმელების შენახვის ვადა 180 დღეა. თუმცა მათ შემადგენლობაში დიდი რაოდენობით ქიმიის გამო მათი ვადა შესაძლოა საგრძნობლად გაიზარდოს.

გაზიან სასმელებში ნატურალური არაფერია, შაქრის შემცვლელი კი, რომელიც მათში დიდი რაოდენობით არის ფაქტიურად არ ფუჭდება.

ჩიფსები

ეს პროდუქტი დიდი რაოდენობით თერმულ გადამუშავებას ექვემდებარება. ამის გარდა მასში მარილია, რომელიც ჩიფსებს გაფუჭების საშუალებას დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევს.

დროთა განმავლობაში ჩიფსები შესაძლოა რბილი გახდეს, ამის და მიუხედავად ის საკვებად უვნებელი რჩება (თუ ეს პროდუქტი საერთოდ ითვლება უსაფრთხოდ).

 ქათმის კვერცხი

ცნობილია, რომ ქათმის კვერცხი 25-90 დღემდეა ვარგისი. თუმცა, თუ მას -2-0°0მდე ტემპერატურაში შევინახავთ, კვერცხში ბაქტერიების გამრავლება საგრძნობლად შენელდება, რაც გაზრდის მათი ვარგისიანობის დროს.

ეს 5 პროდუქტი, მათი ვადის გასხვლის შემდეგაც შეგიძლიათ მიირთვათ, თუ მათ სწორად შეინახავთ.

თუმცა ეს წესები მხოლოდ ხარისხიან პროდუქტებს შეეხება.

წყარო: „lozhka-povarezhka.ru“.

კომენტარები