5-6 ივლისის აქციების საქმეზე დაკავებული სამი პირი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

-„5 ივლისის საქმეზე დაკავებულები ელიზბარაშვილი, ალაზოვი და ოძაშვილი დარბაზიდან გაანთავისუფლეს! მოსამართლე დავით მგელიაშვილი ღირსეული ადამიანი!“, – წერს იურისტი სერგი ხურციძე.

5-6 ივლისის საქმეზე დაკავებული სამი პირი – გიორგი ელისბარაშვილი,  გიორგი ოძელაშვილი და ალიკ ალაზოვი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დღეს, აღნიშნულ საქმეზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

პროცესზე, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავდა. პროკურორები დაკავებულთა წინასწარ პატიმრობაში დატოვებას მოთხოვდნენ, ადვოკატებმა კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. საბოლოოდ, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დაცვის მხარის პოზიციები გაითვალისწინა და დაკავებული სამი პირის 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.   ბრალდებულების  ინტერესებს იცავენ ადვოკატები: სერგი ხურციძე, ანა ჟღენტი და შორენა კობიძე.

ალაზოვი, ელისბარაშვილი და ოძელაშვილი 5 ივლისს, აქციის დროს  „თბილისი პრაიდის“ ოფისის აივანზე ასვლისა და ლგბტ დროშის ჩამოხევის ეპიზოდში არიან ბრალდებულები. საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი იანვარში ჩაინიშნა.

,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ ორგანიზაცია ,,თბილისი პრაიდთან’’ ერთად, 5 ივლისს ლგბტ პრაიდის ჩატარება სცადა, თუმცა ქართველი ხალხის მხრიდან ფართომასშტაბიანი წინააღმდეგობა შეხვდათ,  რის გამოც მარში ჩაიშალა.

კომენტარები