50 ადამიანის მკვლელობასა და 39 ადამიანის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილ ავსტრალიელ ახალგაზრდას ბრალი დაუმძიმდა

ახალი ზელანდიის ქ. კრაისტჩერჩში  მეჩეთზე თავდასხმასა და 50 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ბრენტონ ტარანტუს ახალი ბრალდება წაუყენეს.

კერძოდ, სასამართლო მას „ტერორისტულ აქტში მონაწილეობას“ ედავება.

28 წლამდე ავსტრალიელი, რომელიც 50 ადამიანის მკვლელობის და 39 ადამიანის მკვლელობის მცდელობის ეპიზოდზეა ეჭვმიტანილი, თავს უპირატესად იმის გამო თვლის, რომ თეთრი რასის წარმომადგენელია.

20 მაისს ახალი ზელანდიის პოლიციამ, ტარანტუს მიმართ წაყენებულ ბრალდებას „ტერორისტულ აქტში მონაწილეობა“ დაამატა.

ამ მუხლით ბრალდების წარდგენა, ახალი ზელანდიის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

ახალ ზელანდიაში, ბრალდებულისთვის ტერორისტის კვალიფიკაციის მინიჭებასთან დაკავშირებით, საერთო აზრი არ არსებობს, რადგანაც ჯერ გამოძიებამ და სასამართლომ თავად ბრალდებულის ჩვენების და ტარანტუს ექსტრემისტული შეხედულებების მიხედვით უნდა იმსჯელოს.

შეგახსენებთ, რომ კრაისტჩერჩში მეჩეთზე თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე მასიური თავდასხმა და ტერორისტული აქტია, რაც ახალი ზელანდიისთვის, როგორც მშვიდი ქვეყნისთვის, უცხოა.

სახელმწიფომ აღნიშნული თავდასხმის შემდეგ, იარაღზე წვდომა გაამკაცრა.

კომენტარები