5000 ევრო გამოყო – 12 წლის ფეხბურთელი საშობაოდ 300 ოჯახს დაეხმარება

12 წლის ფეხბურთელმა, ჯეკ მელთბიმ გადაწყვიტა, საშობაოდ საქველმოქმედო საქმიანობით დაკავდეს. 300 ოჯახს საკვებითა და სხვა საჭირო ნივთებით დაეხმარება. პატარა ფეხბურთელმა ამისთვის 5000 ევრო გამოყო.

-„ეს გადაწყვეტილება მარკუს რაშფორდის საქველმოქმედო საქმიანობამ მიმაღებინა, ეს ჩემთვის  მისაბაძი მაგალითი აღმოჩნდა.

გავიგე, რაც მარკუს რაშფორდმა გააკეთა. ჩემს მშობლებს ვკითხე, მართლა არსებობს ისეთი ხალხი, რომლებსაც საკვები არ აქვთ? მიხთხრეს, – არსებობენ. გადავწყვიტე, ჩემი პირადი ფული დამეხარჯა და მათთვის საკვები გამეგზავნა“, – განაცხადა როგორც პატარა ფეხბურთელმა.

რაშდენის მკვიდრ, 12 წლის ჯეკ მელთბის ხელფასს უხდიან.

 

კომენტარები