53%-ს სჯერა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევით, გამოკითხულთა 53%-ს სჯერა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი, მათ შორის, გამოკითხულთა 25% სრულად უჭერს მხარს, გარკვეულწილად – 28 %.

მოქალაქეების 35% მიიჩნევს, არჩევნები არ იყო სამართლიანი, გამჭვირვალე და თავისუფალი, მათ შორის, 19 პროცენტი სრულად უჭერს მხარს, 16 % გარკვეულწილად.

კითხვაზე პასუხი არ აქვს/არ იცის გამოკითხულთა 12 %-ს.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში.

საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

კომენტარები