„შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა

გარემოვაჭრეებმა, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადასვლაზე უარი განაცხადეს.

პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა, პარლამენტის შენობის წინ მისვლა სცადეს.

ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მოძრაობა „შეცვალე“ გარემოვაჭრეებს,  სოლიდარობას უცხადებენ:

„თბილისის მერიის ეს მოთხოვნა მიუღებელია“.

„აქციას სადაც შევძლებთ ყველგან ჩავატარებთ, ამის უფლება გვაქვს. დღეს ვხვდებით გარემოვაჭრეებს და მათი სურვილის მიხედვით ჩავატარებთ აქციას მერიასთან, რომელიც ემსახურება არა კანონს და ქვეყანას, არამედ ივანიშვილის და კალაძის კორუფციულ და პოლიტიკურ ინტერესებს. ცდილობენ მშიერი ადამიანები დაუპირისპირონ შვილმოკლულ მამას, ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეს კალაძემ და ივანიშვილმა ბედობას და ახალ წელს, რასაც აუცილებლად მოჰყვება პასუხი,“ – განაცხადა „ლეიბორისტული პატრიის“ წევრმა  ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქციის მონაწილეებს პარლამენტთან 20 ივნისს დაზარალებულების ფოტოები და პლაკატები აქვთ, წარწერებით: „აქ შვილმკვდარი მამის კარავი იდგა”, „სიკვდილის კვალს ვერ წაშლით”, “აქ ბავშვებს თვალები დათხარეს”.

სამართალდამცავებმა პარლამენტის შენობის წინ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.

კომენტარები