6 სტუდენტი, რომლებიც ხულოში ღარიბ ოჯახებს ეხმარებიან

კორონავირუსის გამო ხულოს მუნიციპალიტეტში დაბრუნებულმა სტუდენტებმა საქველმოქმედო ფონდი „ხულო“ შექმნეს. ისინი სოფლად მცხოვრებ ღარიბ ოჯახებს ეხმარებიან.

მაია რიჟვაძე,  ქეთი ბოლქვაძე,  თამთა აბულაძე, გიორგი რიჟვაძე, ნინია თავართქილაძე და ქეთევან ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტიდან არიან. ექვსივე სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობს.

„ერთ-ერთ მეგობართან ვიყავით. ვფიქრობდით, ჩვენი ძალებით რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. მოგვივიდა იდეა, შეგვექმნა ფონდი, სადაც ხალხის დახმარებით და ჩვენი ძალებით შევძლებდით ბევრი ოჯახის გახარებას.

ამ ეტაპზე უკვე 12 ოჯახს დავეხმარეთ. თითოეული ოჯახის კალათა 90-ლარიანია. აქციაში ჩაერთო ადგილობრივი ბიზნესი.  მაღაზიები და აფთიაქები.  ძალიან დაგვეხმარნენ პირველ ეტაპზე. 6 ოჯახის სასურსათო კალათა მოგვცეს ადგილობრივებმა. გვეხმარება ორი მძღოლი თავიანთი ხარჯებით.

კიდევ ექვსი ოჯახისთვის გვაქვს შეძენილი სასურსათო კალათები. ავტომობილებით აკრძლავის გამო გვიჭირდა გადაადგილება. ბენეფიციარები შორს მდებარე სოფლებში ცხოვრობენ.

ხულოს მუნიციპალიტეტში მსგავსი ინიციატივა პირველია. უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. პირველ რიგში იმ ადამიანებთან, ვინც ფულს რიცხავს, შემდეგ იმ ადამიანებთან, ვის გულებსაც ვახარებთ. თავდაპირველად სოციალური სააგენტო გვეხმარებოდა. შემდეგ გავარკვიეთ, რომ სოციალურ დახმარებას ვინც იღებს, ასეთ ოჯახებს სახელმწიფო ისედაც ეხმარება.

სოფლის რწმუნებულების დახმარებით სოფლებში მოვიძიეთ ისეთი ადამიანები, ვისაც სოციალური დახმარება არ აქვს, მაგრამ დაბალი შემოსავალი აქვთ და ძალიან უჭირთ. ასეთ ადამიანებთან მიგვაქვს სასურსათო კალათები,“ – განაცხადა საქველმოქმედო ფონდ „ხულოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მაია რიჟვაძემ.

დაახლოებით 2 კვირის წინ

 

გამარჯობა
📌 ვემზადებით, კიდევ სამი ოჯახის გასახარებლად 
🌸 მადლობა თითოეულ თქვენგანს 

 აქვე დავწერ ანგარიშის ნომერს ! 👇

იხილეთ მეტი

კომენტარები